ომბუდსმენის ინსტიტუტი

ომბუდსმენის ინსტიტუტი
• სამსახური, რომელიც ფართოდ მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების დარღვევების სფეროში მოქალაქეთა საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში. ტრადიციულ გამოკვლევებსა და სამეცნიერო სტატიებში ტერმინ “Ombudsman”-ის არსი განიხილება ადმინისტრაციული და სახელმწიფო სამართლის ხაზით. აშშ-ის სამართალი ახდენს ამ ინსტიტუტის ზოგად კორექტირებას და მას მიაკუთვნებს როგორც საჯარო ასევე კერძო სამართლის სფეროებს. საჯარო სამართლის ჭრილში იგი განიხილება როგორც სასამართლოს გარე შესაძლებლობა განახორციელოს დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ სახელმწიფო მოხელეებზე და ამ ინსტიტუტებზე. კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით კი იგი განიხილება როგორც სამოქალაქო თანაცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმოშობილი დავების არასასამართლო გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობა.
Source: გაჩეჩილაძე ე. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003,
• ამ ინსტიტუტის ძირითადი ფუნქციაა იმ პირთა უფლებების დაცვა, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სახელმწიფო ადმინისტრაციის არაკანონიერი მოქმედებების მსხვერპლნი. შესაბამისად, ომბუდსმენი ხშირად გამოდის როგორც მიუკერძოებელი მედიატორი ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება, თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას ყველა ემორჩილება მსგავს პროცედურებს. ომბუდსმენი იღებს სარჩელებს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და განიხილავს მათ, თუ ისინი მის კომპეტენციაში ხვდებიან. გამოძიებისას ომბუდსმენს, როგორც წესი, შეუძლია გაეცნოს ყველა სათანადო დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა საჯარო ორგანოებში არსებობს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. რეკომენდაცია გადაეცემა შესაბამის პირს, ასევე იმ ორგანოს, რომლის წინააღმდეგაც არსებობს სარჩელი. თუკი რეკომენდაციის შესრულებას თავი აარიდეს, ომბუდსმენს შეუძლია მოხსენება წარუდგინოს პარლამენტს. აღნიშნული მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნეს ასევე ყოველწლიური მოხსენების ნაწილად, რომელიც დამატებით შეიცავს პრობლემებსა და მათი გადაწყვეტისათვის გასატარებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებების რეკომენდაციებს.
Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ. : [საია], 1999 - წ. 2 - , 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное


Смотреть что такое "ომბუდსმენის ინსტიტუტი" в других словарях:

  • პრეს ომბუდსმენის ინსტიტუტი — მედიის ანგარიშვალდებულების სამ სხვადასხვა სისტემას გულისხმობს: I. ამერიკული მოდელი ცალკეული გაზეთების და სამაუწყებლო კომპანიების მიერ დანიშნული ,,მკითხველთა ადვოკატი’’, რომელიც იღებს და იხილავს მკითხველთა სარჩელებს და ანგარიშს აკეთებს მათზე. ეს… …   Georgian encyclopedia

  • პოლონეთის მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული — ომბუდსმენის ინსტიტუტის დამკვიდრებამ უაღრესად დიდი პოპულარობა მოიპოვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთი გახდა ,,სოციალისტური ბანაკის“ პირველი ქვეყანა, სადაც შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც ეწოდება ,,მოქალაქეთა უფლებების რწმუნებული”.… …   Georgian encyclopedia

  • ომბუდსმენი — • სიტყვა „ომბუდსმენი” მოდის სკანდინავიური სიტყვიდან „ომბუდ” რაც ნიშნავს ელჩს, დელეგატს ან წარგზავნილს. ის აღნიშნავს პიროვნებას, რომელიც განიხილავს გარკვეული ჯგუფისაგან მიღებულ საჩივრებს, ლაპარაკობს ამ ჯგუფის სახელით და ცდილობს გააუმჯობესოს… …   Georgian encyclopedia

  • კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ — 1996 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.კანონმა საქართველოს სახალხო დამცველი ფართო უფლებამოსილებით აღჭურვა და მიანიჭა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის განხორციელებულ საქმიანობაში დამოუკიდებლობა, ამასთან, სახელმწიფოს დააკისრა სახალხო… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებათა ევროპის კომისარი — • ახალი ორგანო, რომელიც პირველად დამტკიცდა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტზე 1997 წელს. კომისარს ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა. წარმატებული კანდიდატი თანამდებობაზეა ექვსი წლის განმავლობაში. ვადა არ ექვემდებარება განახლებას. კომისრის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»